Belive

Goal.com-მა სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლურ გუნდში კვარაცხელია შეიყვანა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ვებგვერდმა, Goal.com-მა, ევროპის ტოპ 5 ლიგიდან, მიმდინარე სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლური გუნდი შეადგინა.

თერთმეტეულში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის'' შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომლის ანგარიშზეც ნეაპოლური კლუბის მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

,,მივედით კაცამდე, რომელიც სეზონის საუკეთესო შენაძენია - ,,ნაპოლის'' ქართველი ჯადოქარი, ხვიჩა კვარაცხელია. 21 წლის ფეხბურთელი, რომელიც გასულ ზაფხულს ,,დინამო ბათუმიდან'' სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ იყიდეს, ,,ნაპოლის'' პირველ 17 მატჩში ფენომენალური იყო და ზედმეტსახელად ,,კვარადონაც'' შეარქვეს.

კვარაცხელია არაორდინალური და არაპროგნოზირებადი მოთამაშეა, ახალი თაობის გარემარბი. მთელი კონტინენტის მცველებს წარმოდგენა არ აქვთ, როგორ შეაჩერონ ის, მათ შორის არც ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს.

ათწლეულების განმავლობაში, ,,ნაპოლი'' პირველად არის ჩემპიონობის რეალური პრეტენდენტი არაერთ ფრონტზე და კვარაცხელიას ლიდერობით, არ არსებობს ლიმიტი თუ რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა,'' - წერს Goal.com.

მიმდინარე სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლური გუნდი Goal.com-ის ვერსიით ასე გამოიყურება:

მეკარე - ბრაის სამბა (ლანსი)

მცველები - კირან ტრიპიერი (ნიუკასლი), კიმი (ნაპოლი), უილიამ სალიბა (არსენალი), ჟოაო კანსელუ (მანჩესტერ სიტი)

ნახევარმცველები - კევინ დე ბრუინე (მანჩესტერ სიტი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ნეიმარი (პსჟ)

თავდამსხმელები - ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), ლეო მესი (პსჟ), ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი)

სხვა სტატიები