Belive

გლასნერი: ,,ამოცანა ნათელია - გააკეთე ყველაფერი იმისთვის, რომ მინიმუმ 2 გოლი გაიტანო და 1/4-ფინალში გახვიდე''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,აინტრახტის'' მთავარმა მწვრთნელმა, ოლივერ გლასნერმა, ,,ნაპოლისთან'' მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გუნდის მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა:

,,გუნდში დადებითი განწყობაა. ფინალური ვარჯიში ძალიან კარგი იყო. 0:2-დან უნდა დავბრუნდეთ და ეს ჩვენი მიზანია. დიდი დრო გვქონდა იმისთვის, რომ პირველი მატჩი გაგვეანალიზებინა. ამოცანა ნათელია - გააკეთე ყველაფერი იმისთვის, რომ მინიმუმ 2 გოლი გაიტანო და მეოთხედფინალში გახვიდე.

ორი გამორჩეული ფეხბურთელი გვაკლია. მათ ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში სხვები იქნებიან, რომლებსაც ასევე აქვთ მატჩის ბედის გადაწყვეტის უნარი. ერთ კაცს თამაშის მოგება არ შეუძლია.

ვფიქრობთ იმაზე თუ რისი შეთავაზება შეგვიძლია ,,ნაპოლის'' წინააღმდეგ. ისინი აგრესიულ პრესინგს თამაშობენ და პირველ მატჩში ჩვენ საკმარისად სწრაფები არ ვყოფილვართ. 60 წუთამდე მეტოქე ბურთს ფლობდა და მათ ჩვენი შეცდომები მაქსიმალურად გამოიყენეს. ,,ატალანტასთან'' გოლი ბურთის მოპარვის შემდეგ გაიტანეს, ისევე, როგორც ჩვენთან. ეს მაშინ ხდება, როცა უმაღლეს დონეზე თამაშობ,'' - გლასნერის სიტყვებს უეფას ვებგვერდი ციტირებს.

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,ნაპოლი'' ,,აინტრახტს'' უმასპინძლებს. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ნეაპოლური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

სხვა სტატიები