Belive

განახლებული შეთავაზება ნაპოლის - ნიუკასლი 100 მილიონზე მეტს იხდის

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპული მედიის ინფორმაციით, "ნიუკასლმა" საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებისთვის "ნაპოლის" განახლებული შეთავაზება გაუგზავნა.

ახალ შეთავაზებაში ნაცვლად 82 მილიონი ევროსი, რომელიც, პირველ წინადადებაში იყო დასახელებული, "კაჭკაჭები" 100 მილიონ ევროს იხდიან.

Corriere dello Sport-ის ცნობით, პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხეულში გასულ კლუბებს სანდრო ტონალის ტრანსფერის შემდეგ, იტალიის სერია A-ს სხვა გამორჩეული ფეხბურთელების დამატებაც სურთ და მთავარ აქცენტს სწორედ ნეაპოლელთა ქართველ გარემარბზე აკეთებენ.

ხვიჩა კვარაცხელიასთვის 2022/23 წლების სადებიუტო სეზონი ფანტასტიკური გამოვიდა. 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა “ნაპოლის” შემადგენლობაში ჩატარებულ 43 მატჩში 14 გოლის გატანა 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, 5 პენალტის მოპოვება შეძლო, გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ ისტორიაში მესამე სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა.

“ნაპოლი” ახალ სეზონს 20 აგვისტოს, იტალიის სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრით დაიწყებს, როცა სერია B-დან დაწინაურებულ, გიორგი კვერნაძის “ფორზინონეს” დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები