Belive

სპალეტი: "ხვალინდელი მატჩისთვის ჩემი არჩევანი უკვე გავაკეთე"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის წინ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი Radio Kiss Kiss Napoli-ს ესაუბრა:

" ველოდი რომ "ვერონასთან" დაპირისპირება ასეთი რთული აღმოჩნდებოდა. ბურთს ვფლობდით, თუმცა მათ დაცვაში ცარიელი სივრცეების მოძებნა გაგვიჭირდა.

ოსიმენის შემოსვლამ გულშემატკივრები გამოაცოცხლა, მას ეს 25 წუთი სჭირდებოდა, რომ "მილანთან" მატჩს ფორმაში შეხვედროდა. ვფიქრობ ამ მხრივ ყველაფერი სწორად მოხდა.

გულშემატკივრების მხარდაჭერა ჩვენითვის ძირეული რამაა, დე ლაურენტისის წყალობით "მილანთან" ესეც დაბრუნდება. როდესაც ვგრძნობთ რომ "ნაპოლი" ყველას უყვარს, ჩვენთვის ბევრი რამ მარტივდება."

ნეაპოლური შეხვედრა "დიეგო არმანდო მარადონაზე" 18 აპრილს, 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები