გლადბახმა ტურამი 1 თვის ხელფასის ოდენობის თანხით დააჯარიმა
4 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"დღეს დილით მარკუსთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა, რა დროსაც მან კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში თავისი საქციელის გამო". "მარკუსმა დამარწმუნა, რომ ეს შემთხვევით მოუვიდა და მეტოქისთვის სახეში შეფურთხება არ უნდოდა. მე შესაძლოა მჯერა მისი, მაგრამ მან თავადაც იცის, რომ ეს არაფერს ცვლის, ფოტოები ყველაფერზე მეტყველებს და მისი გაძევება სწორი გადაწყვეტილება იყო". "როგორც კლუბი, ჩვენ მას ერთი თვის ხელფასის ოდენობის თანხით ვაჯარიმებთ. ეს თანხა კარგ საქმეს მოხმარდება". "გუშინ საღამოს მარკუსმა ბოდიში მოუხადა სტეფან პოშს, "ჰოფენჰაიმს", საკუთარ თანაგუნდელებს და "გლადბახის" გულშემატკივრებს. და ახლა კლუბის სახელით მეც მინდა იგივე გავაკეთო და ბოდიში მოვიხადო". "მარკუსმა შეცდომა დაუშვა, რის გამოც დაისჯება, თუმცა ის ისევ იმ ადამიანად რჩება რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და მის გვერდით ვიქნებით".იხილეთ ინციდენტის ვიდეო: