ბუდუმ ჰაიდენჰაიმი წაგებას გადაარჩინა | ქართველის შეფასება ჰოფენჰაიმთან
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბუნდესლიგის 25-ე ტურში "ჰოფენჰაიმმა" საკუთარ მოედანზე "ჰაიდენჰაიმი მიიღო და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. რამდენიმე შეხვედრაა, ჰაიდენჰაიმის მწვრთნელი, ფრანკ შმიდტი ბუდუ ზივზივაძეს ძირითად შემადგენლობაში არ აყენებს და დღესაც ასე მოხდა - თამაში ქართველის გარეშე დაიწყო.
ჰოფენჰაიმმა ანგარიში 34-ე წუთზე, ჰარის ტაბაკოვიჩის გოლით გახსნა. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მოედანზე ბუდუ ზივზივაძე შემოვიდა და მარჯვენა ფეხით, ულამაზესი შორეული გასროლით გაიტანა. ეს ქართველისთვის პირველი გოლია ჰაიდენჰაიმის მაისურით და შესაბამისად, ბუნდესლიგაშიც.
ორივე გუნდის შემადგენლობაში, ბუდუმ ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. sofascore-მა მას 8.1 ქულა, ხოლო whoscored-მა 7.9 დაუწერა.
ჰაიდენჰაიმს 16 ქულა აქვს, ბუნდესლიგის ცხრილის ბოლო ადგილზეა და გადარჩენისთვის იბრძვის.