Belive

givemesport: "მამარდაშვილი მანჩესტერ იუნაიტედის სატრანსფერო სამიზნეების სიაშია"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენელი გრანდების სატრანსფერო სამიზნეებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 22 წლის ქართველი მეკარის დამატება არაერთ ინგლისურ კლუბს სურთ, მათ შორის კი უფრო მეტად ლონდონური გუნდები, "ჩელსი" და "ტოტენჰემი" ლიდერობენ, ახლა კი ლიდერთა შორის "მანჩესტერ იუნაიტედიც" გამოერია.

givemesport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" დავიდ დე ხეას პოტენციური შემცვლელების სიაში სამ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს, "პორტუს" გოლკიპერს, დიოგო კოშტას და "ბრეტფორდის" კარის დარაჯს, დევიდ რაიას განიხილავს.

სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ მართალია დავიდ დე ხეა ერიკ ტენ ჰაგის სათამაშო სტილთან თავსებადობაში ვერ მოდის, თუმცა ნიდერლანდელი სპეციალისტი ამ ეტაპზე მისთვის პირველი ნომრის სტატუსის ჩამორთმევას არ აპირებს.

"დინამო თბილისის" აღზრდილმა მეკარემ "ვალენსიას" შემადგენლობაში ორ ჩატარებულ სეზონში საერთო ჯამში 55 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, და 17-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

სხვა სტატიები