Belive

ოფიციალურად: მეკარე სტოლე დიმიტრიევსკი ვალენსიას ფეხბურთელია

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად დადასტურდა, რომ სტოლე დიმიტრიევსკი "ვალენსიას" ახალი მეკარეა. ესპანურმა კლუბმა ჩრდილოეთ მაკედონიელ ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწია და ის "ღამურებთან" კონტრაქტს 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმებს.

30 წლის დიმიტრიევსკი 2018 წლიდან "რაიო ვალეკანოში" ასპარეზობდა და გუნდის მთავარი მეკარეც იყო. მას თავის ყოფილ კლუბში 191 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული.

ჩრდილოეთ მაკედონიელი მეკარის დამატებამ შესაძლოა გიორგი მამარდაშვილის გუნდიდან წასვლა დააჩქაროს, რადგან ქართველი მეკარის ტრანსფერით ბევრი ევროპული კლუბია დაინტერესებული, მათ შორის "ნიუკასლი", "ჩელსი", "ატლეტიკო მადრიდი" და "ბაიერნი".

სხვა სტატიები