GiveMeSport-მა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ,,დახელოვნებული'' ფეხბურთელები დაასახელა
3 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
GiveMeSport-ის ვერსიით, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ,,დახელოვნებული'' ფეხბურთელი რონალდინიოა.
რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იყო გულშემატკივრების დამოკიდებულება ფეხბურთელის მიმართ, თამაშის საერთო დონე და კარიერის ხანგრძლივობა.
,,ადამიანი, რომელიც ,,Joga Bonito-ს'' გაგონებისას უამრავ გულშემატკივარს პირველი ახსენდება.
რონალდინიოს ოსტატობამ, მისმა No-Look პასებმა, ფინტებმა და გოლებმა ის ნამდვილ ლეგენდად აქცია. მის წინააღმდეგ თავდაცვა ზოგჯერ უბრალოდ შეუძლებელი იყო. ასეთია იმ ფეხბურთის ბუნება, რომელსაც ის თამაშობდა.'' - წერს GiveMeSport
GiveMeSport-ის ათეულში მე-2 ადგილზე რონალდოა, მე-3 პოზიციას კი ლეო მესი იკავებს.
15 ყველაზე დახელოვნებული ფეხბურთელი GiveMeSport-ის ვერსიით:
რონალდინიო
რონალდო
ლეო მესი
იოჰან კრუიფი
დიეგო მარადონა
ზინედინ ზიდანი
ტიერი ანრი
ნეიმარი
რიკარდუ კუარეჟმა
კრიშტინუ რონალდუ
ჯორჯ ბესტი
მიკაელ ლაუდრუპი
ჯეი-ჯეი ოკოჩა
ჰატემ ბენ არფა
სერხიო ბუსკეტსი