Belive

გიორგი წიტაიშვილი: "ევროპულ კლუბში მივდივარ"

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი თამაშია. ჯვაროსნები F ჯგუფის ბოლო ტურში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან და პლეი ოფში გასასვლელად აუცილებელი მოგებაა საჭირო. პორტუგალიამ დააანონსა, რომ შემადგენლობას გადაახალისებს, თუმცა მთავარი მეკარე და კრიშტიანუ რონალდუ ძირითადში დაიწყებენ. საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა, გიორგი წიტაიშვილმა პორტუგალიასთან შეხვედრამდე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა.

იმედია, ევრო 2024 დაგვეხმარება, რომ პატივისცემა გაიზარდოს ქართული ფეხბურთის მიმართ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ჩემპიონატით დაინტერესდნენ და ევროპაში რაც შეიძლება მეტი საინტერესო მოთამაშე წაიყვანონ.

რაც შეეხება ჩემს კარიერას, ბათუმის „დინამოსთან“ კონტრაქტი დამიმთავრდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას ყველაფერი განზე გავწიე, რადგან თამაშებისთვის ვემზადები. თუმცა 99%-ით ვიცი, სად მივდივარ. გუნდს ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ ეს ევროპული კლუბია და სხვა ვარიანტს არც განვიხილავდი - განაცხადა გიორგი წიტაიშვილმა

F ჯგუფში პორტუგალიას 6 ქულა აქვს და საქართველოსთან დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად, ჯგუფიდან პირველი ადგილით გავა. თურქეთი 3 ქულით მეორე ადგილს იკავებს, ჩეხეთი და საქართველო კი თითო ქულით მესამე და მეოთხე ადგილებზე არიან.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

სხვა სტატიები