Belive

GiveMeSport-მა ევრო 2024-ის 15 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა - სიაში მამარდაშვილიც მოხვდა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

GiveMeSport-მა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ტურნირის 15 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

ვებგვერდის ვერსიით, საუკეთესოთა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა, რომელიც რეიტინგში მე-14 ადგილს იკავებს:

გიორგი მამარდაშვილი - 330 წუთი; 29 სეივი; მშრალად შენახული კარი - 1; გაშვებული გოლი - 8; საერთო რეიტინგი - 7.76

რა თქმა უნდა, ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ბომბარდირები თამაშობენ, მაგრამ უდიდესი როლი აქვთ მათაც, ვინც დარტყმებს იგერიებენ. მერვედფინალიდან გამოვარდნის მიუხედავად, გიორგი მამარდაშვილის ანგარიშზე ევრო 2024-ზე ყველაზე მეტი სეივია.

ციფრებმა, შესაძლოა, ფეხბურთელის თამაში რეალურად არ ასახოს, რადგან საქართველომ 4 მატჩში 8 გოლი გაუშვა. თუმცა, ის ფაქტი, რომ მამარდაშვილმა 29 სეივი შეასრულა, ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის გერმანიაში საქართველოს ნაკრებისთვის.'' - წერს გამოცემა

ბუნებრივია, რომ GiveMeSport-ის რჩეულთა შორის, ყველაზე მეტი ფეხბურთელი ესპანეთის ეროვნული ნაკრებიდან მოხვდა.

პირველი ხუთეული სწორედ ჩემპიონებმა დააკომპლექტეს:

  1. ფაბიან რუისი

  2. როდრი

  3. მარკ კუკურელია

  4. ლამინე იამალი

  5. ნიკო უილიამსი

  6. ჯამალ მუსიალა

  7. ჯორდან პიკფორდი

  8. მარკ გეჰი

  9. დანი ოლმო

  10. კოდი გაკპო

  11. უილიამ სალიბა

  12. დანი კარვახალი

  13. ნ'გოლო კანტე

  14. გიორგი მამარდაშვილი

  15. დიოგუ კოშტა

სხვა სტატიები