გიორგი წიტაიშვილი დღეს გრანადას ვერ დაეხმარება
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგა 2-ში დღეს "გრანადა" "ტენერიფეს" მიიღებს, როგორც ადგილობრივი პრესა წერს, ამ შეხვედრაში მონაწილეობას გრანადას ქართველი შემტევი, გიორგი წიტაიშვილი ვერ მიიღებს.
გიორგიმ უკვე გამოტოვა საკუთარი კლუბის ერთი თამაში. 13 ოქტომბერს გრანადამ "კორდობას" 1:0, წიტაიშვილის გარეშე მოუგო, რადგან ქართველი ამ დროს სანაკრებო შეკრებაზე იმყოფებოდა. გრანადას მწვრთნელმა, ფრან ესკრიბამ, ოქტომბრის სანაკრებო თამაშებისას უკმაყოფილება გამოხატა, რომ მისი ფეხბურთელი მნიშვნელოვან თამაშებში ერთა ლიგის გამო არ ეყყოლებოდა.
ფრენ ესკრიბამ ტენერიფესთან მატჩის წინ გამოაცხადა, რომ მხოლოდ ინსუას დააკლდებოდა, თუმცა ფიზიკური დისკომფორტის გამო სიიდან ამოვარდა წიტაიშვილიც, მისი მოულოდნელი დანაკლისი ცენტრალური მცველის არყოფნას დაემატება.
ნაკრებიდან დაბრუნებულმა წიტაიშვილმა, სიფრთხილის მიზნით, სპორტდარბაზში ივარჯიშა, ცოტა ხნით ბალახზეც გამოჩნდა, თუმცა ის მე-10 ტურის შეხვედრაში არ იქნება. - ვკითხულობთ ადგილობრივი მედიის სტატიაში
9 ტურის შემდეგ გრანადას 13 ქულა აქვს და ესპანეთის რანგით მეორე ჩემპიონატში მე-13 პოზიციას იკავებს. გიორგის გრანადას მაისურით 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.