გიორგი წიტაიშვილის მესამე გოლი სეზონში | გრანადა სარაგოსასთან დაზავდა
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგა 2-ის 28-ე ტურში "გრანადამ" საკუთარ მოედანზე "რეალ სარაგოსა" მიიღო და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. გიორგი წიტაიშვილმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და სეზონში მესამე გოლიც მიითვალა.
ანგარიში მასპინძლებმა, 23-ე წუთზე, ალჟირელი რებახის გოლით გახსნეს. 35-ე წუთზე გრანადა კაცნაკლული დარჩა, მსაჯმა მოედნიდან გონსალო ვილარი გააძევა. მიუხედავათ დანაკლისისა, მეორე ტაიმის დაწყებიდან 3 წუთში, გიორგიმ სარაგოსას მეორეც გაუტანა. წიტაიშვილმა მოედანი 78-ე წუთზე დატოვა. ქართველმა 7.2-დან 7.5-დე შეფასება დაიმსახურა.
გრანადამ უპირატესობა 90 წუთის შემდეგ გაანიავა, ალბერტო მარიმ დუბლი 92-ე და 95-ე წუთებზე შეასრულა. გრანადასთვის ეს ზედიზედ მესამე ფრე იყო, გუნდი ცხრილის მე-8 პოზიციაზეა.