Belive

გიორგი წიტაიშვილმა სარაგოსას წინააღმდეგ პენალტი ზუსტად შეასრულა | VIDEO

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანეთის თასის 1/32-ფინალში "გრანადამ" "სარაგოსა" პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, არც დამატებულ 30 წუთში გამოვლინდა გამარჯვებული, საბოლოოდ გამარჯვება გიორგი წიტაიშვილის "გრანადას" დარჩა, სადაც 4:5 მოიგო. ქართველმა ფეხბურთელმა ბოლოსწინა პენალტი დაარტყა და ზუსტად შეასრულა.

გიორგი წიტაიშვილი შეხვედრაში 70-ე წუთზე ჩაერთო, Sofascore-მა მას 6.7 შეფასება დაუწერა. კარისკენ ერთხელ დაარტყა, როგორც უკვე გითხარით ერთ-ერთი გადამწყვეტი პენალტი შეასრულა და გაიტანა, ბურთს 26-ჯერ შეეხო, 13-დან 7 გადაცემა ზუსტად გააკეთა, 6 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 2-ში გამარჯვებული დარჩა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • captions and subtitles off, selected

      "გრანადა" 1/16-ფინალში "რასინგსა" და "ხიხონს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

      სხვა სტატიები