გიორგი ჭიაბრიშვილმა თბილისის ლოკომოტივი დატოვა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"გიორგი ჭიაბრიშვილმა ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არსებული კონტრაქტი აღარ გაგრძელდა. გიორგი - დიდი მადლობა ჩვენთან გატარებული პერიოდისთვის და იმ უსაზღვრო ემოციებისთვის რომელიც ერთად გვქონდა! წარმატებები", - წერს "ლოკომოტივი"."საბურთალოს" და "ზესტაფონის" ყოფილი მწვრთნელი "ლოკომოტივში" 2020 წლის ივლისში დაინიშნა და მას შემდეგ გუნდს 55 შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც "ლოკომოტივმა" 23 მოიგო, 12 ფრედ დაასრულა და 20-ში დამარცხდა. როგორც 2020, ისე 2021 წლების სეზონში თბილისურმა გუნდმა ეროვნული ლიგის გათამაშება მეოთხე საფეხურზე დაასრულა, 2020 წლის ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ისტორიული გამარჯვებები მოიპოვა და რუმინული "კრაიოვასა" და მოსკოვის "დინამოს" ბარიერები დაძლია.