საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან დამარცხდა
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.
რამაზ სვანაძის გუნდი დღეს ავსტრიაში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთთან მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
მატჩის ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე ანდრეი ბორზამ გაიტანა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დღევანდელ შეხვედრაში:
ხარატიშვილი - აზაროვი, ხვადაგიანი, საზონოვი, მაისურაძე, გაგნიძე, ო. მამაგეიშვილი, იეგოიანი, კვერნაძე, ბედოშვილი, გორდეზიანი
21-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს ზუსტად 1 კვირაში, 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავენ.
11 ივნისი | პოლონეთი V საქართველო | ჟილინა
14 ივნისი | საფრანგეთი V საქართველო | ჟილინა
17 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | ტრენჩინი