Belive

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ბოდიშის გიხდით, შემდეგი მატჩი ჩვენი ღირსების თამაში იქნება"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში, “დინამო თბილისი” ესტონურ “პაიდესთან” საშინაო შეხვედრაში – 2:3 დამარცხდა.
"ჩემი მხრიდან ახლა თამაშის შეფასებას აზრი არ აქვს. ერთადერთი მარტივი რამ, რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ბოდიში მოვიხადოთ. ასე არ შეიძლება, "დინამო თბილისი" ასე არ უნდა თამაშობდეს და ასე არ უნდა აგდებდეს. ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, ვხედავ და ბოდიშის ვიხდი. ჩვენ ასე არ უნდა გამოვიყურებოდეთ, თამაშს ასე არ უნდა ვთმობდეთ არცერთ მეტოქესთან. მეტოქემ ხასიათით გვაჯობა. სანამ ეს ხასიათი ჩვენი პრობლემა იქნება, გაგვიჭირდება. მოწინააღმდეგეს თამაშით, გუნდით, სიძლიერით ვჯობდით, მაგრამ კომპონენტი, რომელშიც მეტოქემ გვაჯობა, იყო ხასიათი და ფსიქოლოგია. ის რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, სხვა დანარჩენზე, დაცვის, ნახევარდაცვის თუ შეტევის შეცდომებზე საუბარი არც ღირს. შემდეგი მატჩი ჩვენი ღირსების თამაში უნდა იყოს. ამ შეხვედრაში საკუთარი ღირსებისთვის უნდა ვითამაშოთ. მადლობა და ბოდიში", - თქვა გიორგი ჭიაბრიშვილმა.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი საპასუხო შეხვედრას 14 ივლისს, ესტონეთში გამართავს.  

სხვა სტატიები