ოფიციალურად: საიმონ ბენიომ და ანდრეს პრიეტომ დინამო თბილისი დატოვეს
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"დინამო თბილისი" მადლობას უხდის ორივე ფეხბურთელს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში", - წერს საქართველოს 18-გზის ჩემპიონის ოფიციალური ვებ-გვერდი.რაც შეეხება საიმონ ბენიოს, იგი "დინამოში" 2020 წლიდან ირიცხებოდა და 71 მატჩში 6 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მან "დინამო თბილისის" მაისურით საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონობა (2020 წლის) და ქვეყნის სუპერ თასი მოიგო.