Belive

დინამო თბილისი ევროპაში ლიდერია - ყველაზე მეტი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მას შემდეგ, რაც სანაკრებო პაუზა დასრულდა და საკლუბო ტურნირები განახლდა, საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, "დინამო თბილისის" აკადემია ევროპაში ყველაზე მეტი ფეხბურთელით ამარაგებს ეროვნულ ნაკრებს.

კონკრეტულად, ბოლო სანაკრებო პაუზის დროს, საქართველოს ნაკრებში ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის აღზრდილთა რაოდენობა, ფეხბურთელთა საერთო ოდენობის 54% იყო, რა მაჩვენებლითაც კლუბი ევროპაში პირველ ადგილზეა.

სამეულში ასევე დონეცკის "შახტარი" 42%-ით და მონტენეგროული "ბუდუჩნოსტი" (32%) მოხვდა. საინტერესოა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო აკადემიის მქონე ამსტერდამის "აიაქსი" ჩამონათვალში მეხუთე ადგილს იკავებს.

რაც შეეხება საუკეთესო 12 კლუბს, მათი ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

No description available.

სხვა სტატიები