Belive

გიორგი ქვილითაიას ეფექტური გოლი | აპოელმა დოქსა დიდი ანგარიშით დაამარცხა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კვიპროსის მე-13 ტურის შეხვედრაში "აპოელმა" "დოქსას" წინააღმდეგ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. გიორგი ქვილითაიას და ლაშა დვალის გუნდმა მეტოქე 5:0 დაამარცხა.

ნიქოზიელთა შემადგენლობაში ქართველი ფორვარდი 69-ე წუთზე შემოვიდა, ლაშა დვალს კი არ უთამაშია.

გიორგი ქვილითაიამ მატჩის მიწურულს ლამაზი გოლი გაიტანა, რომლითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე სულ 22 წუთი გაატარა და "მაკრატელათიც" გამოირჩა. ქვილითაიამ ამ სეზონში მე-3 გოლი გაიტანა.

ზოგადად მატჩის მიმდინარეობას რაც შეეხება, პირველი გოლი მე-16 წუთზე ხოსე კრესპომ გაიტანა. 56-ე წუთზე ლუკას ვილაფანესმა ანგარიში ორამდე გაზარდა, შემდეგ დუბლი 70-ე და 77-ე წუთებზე ანასტასიოს დონისმა შეასრულა, ხოლო საბოლოო ანგარიში 93-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ დააფიქსირა.

ნიქოზიის "აპოელი" პირველ ადგილზეა 29 ქულით, ასევე 29 ქულა აქვს მეორე ადგილოსან "პაფოსს". ქართველების გუნდი უკეთესი ურთიერთშეხვედრების მაჩვენებლით ცხრილის სათავეშია.

სხვა სტატიები