აპოელი კვიპროსის ჩემპიონატის გამარჯვებულია
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო 36-ე ტურის შეხვედრაში, საჩემპიონო მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს გიორგი ქვილითაიას და ლაშა დვალის "აპოელი" "აეკ ლარნაკას" დაუპირისპირდა, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, გუნდებმა სატურნირო ცხრილში ერთნაირი 73-73 ქულა დააგროვეს, მაგრამ "აპოელს" ურთიერთშეხვედრების უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა და ჩემპიონიც სწორედ ქართველების გუნდი გახდა.
მატჩის ძირითად შემადგენლობაში თამაში ორივე ქართველმა ფეხბურთელმა დაიწყო, გიორგი ქვილითაიამ 82 წუთი ითამაშა, ლაშა დვალმა კი შეუცვლელად იასპარეზა.
"აპოელი" ქვეყნის ჩემპიონი ოცდამეცხრედ გახდა, მეორე ადგილას მყოფ "ომონიას" 21 ჩემპიონობა აქვს.
🥇 ΑΠΟΕΛ ΠΡΩΤΑΘΛΗΤΗΣ 2023/24 👑
— APOEL FC (@apoelfcofficial) May 11, 2024
#TheReturnOfTheEmperor29 ⚔️ pic.twitter.com/7XQHiTGPUE