გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,აპოელის'' ქართველი თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის 2023-2024 წლების სეზონის სიმბოლურ თერთმეტეულში შეიყვანეს. გამოკითხვაში პირველი დივიზიონის ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.
ქვილითაიამ ,,აპოელის'' მაისურით ჩემპიონატში 30 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლის გატანა შეძლო, მისი გუნდი კი ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
სეზონის მეორე საუკეთესო გუნდში მოხვდა ,,აპოელის'' კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი - ლაშა დვალი. 29 წლის მცველმა პირველ დივიზიონში გამართულ 28 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
კვიპროსული გუნდი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.