Belive

ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია არისის ფეხბურთელია

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქვილითაია კარიერას კვიპროსში, ლიმასოლის "არისში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბი ავრცელებს.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა „აპოელთან“ კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. გიორგისთვის ეს მესამე კვიპროსული კლუბია - მან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. აპოელში ქვილითაია 2021 წლიდან თამაშობდა და 96 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში ის ქვეყნის ჩემპიონიც გახდა. მანამდე ქვილითაიას „დილაში“, „დიორში“, „დინამო თბილისში“, „რაპიდსა“ და „გენტში“ აქვს ნათამაშები.

ქვილითაია "მწვანეა" !

ქართველმა თავდამსხმელმა სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ის ლიმასოლში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება!

გვინდა მივესალმოთ გიორგი ქვილითაიას არისის ოჯახში და ვუსურვოთ წარმატებები მწვანე მაისურით. - ვკითხულობთ არისის ოფიციალურ X-ზე

სხვა სტატიები