გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერით ლაციო დაინტერესდა
იტალიური სპორტული გამოცემა "La Stampa"-ს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ლევანტეს" 25 წლის ნახევარმცველით - გიორგი ქოჩორაშვილით, იტალიური გრანდი "ლაციო" დაინტერესდა.
როგორც იტალიური გამოცემა იტყობინება, ლაციოს სატრანსფერო ბაზრისთვის და მომავალი სეზონისთვის, მათ სიაში ახალი სახელი და გვარი გამოჩნდა და ეს გიორგი ქოჩორაშვილია.
"ბიანკოჩელესტი" უკვე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს 25 წლის ქართველი ფეხბურთელის აგენტთან და მათ სურთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის პირველი შენაძენი გიორგი ქოჩორაშვილი იყოს. ასევე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერით დაინტერესებულია "ტორინოც", რომელიც რომაული კლუბის გადაწყვეტილებას დაელოდება და ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე მათი გადაწყვეტილების შემდეგ მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ფეხბურთელი იყო.
მან ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ "ლევანტესთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2027 წლის 30 ივნისს ამოეწურება.