Belive

მარკო როსი: "მისგან ვიცი, რომ სობოსლაის ოცნება რეალში თამაშია"

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

უნგრეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - მარკო როსიმ, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან ესპანურ სპორტულ მედიასთან "Marca"-სთან ისაუბრა.

61 წლის იტალიელი თავკაცი, რომელიც უნგრეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს 2018 წლიდან იკავებს, "Marca'-სთან ინტერვიუს დროს საკმაოდ გულწრფელი იყო და მან არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ერთ-ერთი გამორჩეული თემა კი ლივერპულისა და უნგრეთის ნაკრების ვარსკვლავის - დომინიკ სობოსლაი იყო, რომელსაც მარკო როსი ბავშვობიდან იცნობს და მან საინტერესო სიტყვები თქვა.

"უბედნიერესი ვარ, რომ სობოსლაის ბავშვობიდან ვიცნობ და ახლა ასეთ სიმაღლეზე ვხედავ - ის არამარტო უნგრეთის ნაკრების, არამედ დღევანდელ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ნახევარმცველია.

მას გამორჩეული თვისებები აქვს - შეუძლია იყოს კარგი ლიდერი და კაპიტანი, გამორჩეული დარტყმა, ხასიათი, ბრძოლისუნარიანობა და კიდევ ბევრი რამ, მასზე რომ ასე დეტალურად ვისაუბრო შეიძლება დილამდე ვერ გავჩერდე." - მარკო როსი

ესპანური გამოცემის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა უნგრეთის ნაკრების მწვრთნელს საინტერესო კითხვა დაუსვა, რაზეც როსიმ საინტერესო პასუხი გასცა.

კითხვა შემდეგში მდგომარეობდა - რეალი ძალიან აქტიურად აკვირდება სობოსლაის და მისი გადაბირება სურთ, გაქვთ თუ არა ამაზე რაიმე ინფორმაცია?!

"იცით რა, მე ჩემს ფეხბურთელებთან ტრანსფერების შესახებ ძალიან იშვიათად ვსაუბრობ - მირჩევნია, რომ მე მათ ამის შესახებ არ ვესაუბრო და თუ ჩემი აზრი დააინტერესებთ, მოვიდნენ და თავად მკითხონ.

ასეა დომინიკის შემთხვევაშიც, ის არ საუბრობს ამ საკითხზე, რადგან თავს იქ ძალიან ბედნიერად გრძნობს სადაც არის, თუმცა საუბრის დასაწყისშიც აღვნიშნე, რომ მას ბავშვობიდან ვიცნობ და მას ცხოვრებაში ყოველთვის ერთი ოცნება ჰქონდა - რეალ მადრიდში თამაში.

როგორც ვიცი, ეს მის ოცნებად ახლაც რჩება და სურს, რომ კარიერის ბოლომდე ამ კლუბში მოხვდეს - თუ ის შრომას ასე გააგრძელებს, დარწმუნებული ვარ, რომ რეალი მას თავად დაპატიჟებს..." - მარკო როსი

შეგახსენებთ, რომ დომინიკ სობოსლაი მიმდინარე სეზონში ლივერპულის გამორჩეული ფეხბურთელია. შემტევ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 35 თამაში აქვს ჩატარებული, სადაც 10 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები