2 ისტორიული მიღწევა ევროპა ლიგის ისტორიაში - ბრუნო ფერნანდესის საოცარი პერფორმანსი
ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარმა ფავორიტმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" შინ "სოსიედადი" გაანადგურა და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა. ინგლისელებმა ორი მატჩის ჯამში მეტოქეს 5:2 აჯობეს და 1/4-ფინალში მათი მეტოქე "ლიონი" იქნება.
საოცარი მატჩი ჰქონდა "წითელი ეშმაკების" ლიდერს - ბრუნო ფერნანდეშს, რომელმაც ესპანური კლუბის წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი შეასრულა. ბრუნოს ეს გოლები ისტორიული გამოდგა, რადგან მან ევროპა ლიგის ისტორიაში 2 ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
ბრუნო ფერნანდეში გახდა პირველი ფეხბურთელი ევროპა ლიგის ისტორიაში, რომელმაც 9 (ყველაზე მეტი) თერთმეტმეტრიანის გატანა შეძლო
ბრუნო ფერნანდეში გახდა ევროპა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელსაც 40+ საგოლე კონტრიბუცია დაუგროვდა - 24 გატანილი გოლი და 17 შედეგიანი გადაცემა.
"ლიონი" "მანჩესტერს" 10 აპრილს უმასპინძლებს, განმეორებითი შეხვედრა კი 17 აპრილს 'ოლდ ტრაფორდზე' გაიმართება.