Belive

გიორგი ქოჩორაშვილის შეფასება ალმერიას წინააღმდეგ

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-7 ტურის შეხვედრაში "ლევანტემ" "ალმერიას" უმასპინძლა. გიორგი ქოჩორაშვილის გუნდმა მეტოქე 4:2 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ჯერ ბრწყინვალე გოლი გაიტანა და შემდეგ შესანიშნავი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

გიორგი ქოჩორაშვილმა Sofascore-ს მიხედვით 8.3 შეფასება დაიმსახურა, რაც მეორე ყველაზე კარგი შედეგია, "ალმერიას" ფეხბურთელის, სერხიო არიბასის შემდეგ (8.6), რომელმაც დუბლი შეასრულა. გიორგიმ როგორც უკვე აღვნიშნეთ გოლს+ასისტი მიითვალა, ის ბურთს 67-ჯერ შეეხო, 57 გადაცემიდან ზუსტად 50 გააკეთა (88%), კარში 2-ჯერ დაარტყა, 9 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული 4-ში დარჩა.

"ლევანტე" ლა ლიგა 2-ის ცხრილში 14 ქულით პირველ ადგილს იკავებს (4 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 6 ოქტომბერს, "ოვიედოს" წინააღმდეგ გამართავს.

გიორგი ქოჩორაშვილს მიმდინარე სეზონში უკვე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

სხვა სტატიები