დუბლი და ბრწყინვალე მატჩი ლევანტესთან - რა შეფასება დაიმსახურა მიქაუტაძემ?
ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურის მატჩში, ვილიარეალი საკუთარ მოედანზე ლევანტეს დაუპირისპირდა და 5:1 გაიმარჯვა.
ვილიარეალმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და გიორგი მიქაუტაძე ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია - ქართველმა შემტევმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მეტოქეს 2 გოლი გაუტანა და მოედანი 73-ე წუთზე დატოვა.
გიორგი მიქაუტაძის თამაში სტატისტიკის მწარმოებელმა პლატფორმებმა შემდეგნაირად შეაფასეს.
flashscore: 8.9
sofascore: 8.4
whoscored: 8.4
¡GOOOOL! ¡GOOOOL! ¡GOOOOL! ¡GOOOOL! ¡GOOOOL! ¡GOOOOL! ¡GOOOOL! ¡GOOOOL! ¡GOOOOL! ¡GOOOOL! ¡GOOOOL! ¡GOOOOL! ¡GOOOOL! ¡GOOOOL! ¡GOOOOL! ¡GOOOOL!
— Villarreal CF (@VillarrealCF) May 2, 2026
¡SEEGUUUUNDOO DE MIIIKAAAA, TERCERO DEL VILLARREAAAAL!#VillarrealLevanteUD 3-1 (68') pic.twitter.com/ain0jXM7j5
გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე ლა ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.