Belive

"გიორგი ქოჩორაშვილის გუნდში დარჩენით ძალიან ბედნიერი ვარ" - ლევანტეს მწვრთნელი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა დასრულებულია. "ლევანტეს" ქართველ ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილს კი ჯერჯერობით კლუბი არ შეუცვლია და თავის ამჟამინდელ გუნდში ასპარეზობს აგრძელებს. ის მინიმუმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე არსად აღარ გადავა.

"ლევანტეს" მთავარი მწვრთნელი ხულიან კალერო, მესამე ტურის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა:

სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდში ბევრი განსახილველი თემა გვქონდა, რომელიც ჩემს ოჯახს, "ლევანტეს" ეხებოდა. გუნდთან ერთად ყველაფერი განვიხილეთ, ზოგი კარგად წარიმართა, ზოგიც კი საშუალოდ, მაგრამ კლუბი ყველაფერს გაუმკლავდა და ასე თუ ისე ყველაფერი კარგად დასრულდა. ყველაზე პოზიტიური ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს იყო ის, რომ დარჩნენ ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები როგორებიც არიან, პაბლო მარტინესი და გიორგი ქოჩორაშვილი და ამ ფაქტით ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა უკვე გუნდში ყველა ფეხბურთელი "ლევანტეზეა" ორიენტირებული და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. - ხულიან კალერო - "ლევანტეს" მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები