Belive

ქოჩორაშვილი დაბრუნდა | ლევანტემ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგა 2-ის 25-ე ტურის შეხვედრაში ,,ლევანტემ'' ,,რასინგ ფეროლს'' უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

,,დეპორტივოსთან'' ტრავმის გამო გამოტოვებული მატჩის შემდეგ, მოედანს დაუბრუნდა გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც დღევანდელ დაპირისპირებაში 74-ე წუთზე ჩაერთო.

ქართველმა ნახევარმცველმა Sofascore-სგან 7-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. ქოჩორამ, რომელიც ბურთს სულ 31-ჯერ შეეხო, 26-დან 25 ზუსტი გადაცემა გააკეთა (96%), 1-დან 1 დუელი მოიგო და კარისკენ ერთხელ დაარტყა.

6.7 ქულით შეაფასა გიორგის თამაში Flashscore-მა.

25 ტურის შემდეგ, ,,ლევანტე'' 42 ქულით სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზეა (დღეს მოგების შემთხვევაში, ვალენსიელები მე-2 ადგილზე გადადიოდნენ). ქოჩორაშვილის გუნდი მომავალ მატჩს 8 თებერვალს, ,,მალაგასთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები