Belive

გიორგი ქოჩორაშვილი B დივიზიონის მეორე ტურის საუკეთესო გუნდში მოხვდა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში, სტუმრად ალბანეთის ნაკრები დაამარცხა (0:1) და ახლა 2 მოგებით ჯგუფში პირველ ადგილს ერთპიროვნულად იკავებს. მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა ულამაზესი დარტყმით გაიტანა (ეს გოლი ტურის საუკეთესო გოლის ტიტულისთვისაც იბრძვის).

სტატისტიკისა და მონაცემების ვებ-გვერდმა whoscored ქართველი ნახევარმცველის თამაში 8.12 ქულით შეაფასა და მეორე ტურის საუკეთესო თერთმეტეულში შეიყვანა (B დივიზიონის).

საქართველომ ერთა ლიგაზე გამოსვლა ზედიზედ ორი მოგებით დაიწყო - მეორე მოგება ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილი სამშაბათს საღამოს ალბანეთთან გატანილი გოლის წყალობით მოახერხეს. 25 წლის ფეხბურთელმა გააკეთა ერთი საკვანძო პასი, ორი წარმატებული დრიბლინგი, ორი დარტყმა ჰქონდა კარის მიმართულებით და ხუთჯერ დაიბრუნა ბურთი - ვკითხულობთ whoscored-ზე
მეორე ტურის სიმბოლური გუნდი whoscored-ის ვერსიით:

სხვა სტატიები