Belive

ეროვნული ნაკრები ტირანაშია | ალბანელ გულშემატკივარს პატივისცემისკენ მოუწოდებენ

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ჩეხეთთან გამარჯვებიდან მეორე დღესვე გაფრინდა ტირანაში, რადგან ერთა ლიგის მეორე ტურში ალბანეთს ეთამაშოს. შეხვედრა 10 სექტემბერს არის ჩანიშნული და ჩვენი დროით 22:45 წუთზე დაიწყება. Air Albania Stadium-ის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია, ადგილობრივი ნაკრების მთავარი არენა 22 500 ადამიანს იტევს.

უკრაინასთან სანახაობრივი გამარჯვების შემდეგ, ეროვნულ გუნდს სექტემბერში კიდევ ერთი მატჩი აქვს დაგეგმილი, ამჯერად ყველა ალბანელის სახლში - Air Albania-ზე, რომელიც სავსე იქნება.

ალბანეთი - საქართველო მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია.

ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის ყველა ალბანელ გულშემატკივარს, რომლებიც 10 სექტემბერს ჩვენი ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად მოვლენ და მოუწოდებს მათ შექმნან თბილი, პოზიტიური ატმოსფერო და გამოიჩინონ პატივისცემა მოწინააღმდეგე გუნდის მიმართ. - ვკითხულობთ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში

ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში, საქართველომ ჩეხეთი მიხეილ მესხზე 4:1 დაამარცხა, ალბანეთმა კი სტუმრად უკრაიანას 2:1 მოუგო. მეორე ტური უმნიშვნელოვანესია ორივე გუნდისთვის, რადგან ორივე ნაკრებს 3 ქულა აქვს და ჯგუფში ერთპიროვნულად პირველ ადგილზე დარჩენისთვის იბრძვიან.

სხვა სტატიები