Belive

გიორგი ქოჩორაშვილი 5 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაიყიდება

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლევანტე" გიორგი ქოჩორაშვილს 5 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის, ინფორმაციას Marca აქვეყნებს. იმის შემდეგ რაც ფეხბურთელმა ევრო 2024-ზე გააკეთა ბევრი გუნდის ყურადღებაც მიიპყრო და უკვე საფეხბურთო სამყაროშიც მნიშვნელოვანი ფიგურაა. გიორგი ქოჩორაშვილი გუნდში იმ მცირერიცხოვანთაგანია, ვისაც შეუძლია გუნდს მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს, ამიტომ ლევანტე ფიქსირებულ ფასს არ ადგენს და აუქციონს ელოდება, მაგრამ ვაჭრობა დაახლოებით 5 მილიონი ევროდან დაიწყება.

ესპანური გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რომ ფეხბურთელი ინგლისში გაიყიდოს, რადგან ისინი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერით დაინტერესებული არიან და მათ შესაძლოა სოლიდური თანხაც გადაიხადონ. ჯერჯერობით სიახლე ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით არ არის.

სხვა სტატიები