Belive

გიორგი პაპუნაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი პაპუნაშვილი სამშობლოში დაბრუნდა. "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს. ინფორმაცია, რომელიც ქართულ მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა. "ტორპედო" 2022 წლის სეზონის წინ საგრძნობლად ძლიერდება და გუნდმა უკვე მერვე ფეხბურთელი დაიმატა. გარდა აკაკი შულაიას, ლაშა შინდაგორიძის, გიორგი კუხიანიძის, გიული მანჯგალაძის, გიორგი ქიმაძის და ირაკლი ბუღრიძის ტრანსფერებისა, ქუთაისელებმა "დინამო თბილისიდან" თორნიკე ახვლედიანის კონტრაქტიც გამოისყიდეს, დინო ჰამზიჩიც დაიბრუნეს და კონტრაქტი ბაქარ მირცხულავასა და ვაჟა ტაბატაძეს გაუხანგრძლივეს. https://www.live.ge/erovnuli-liga/torpedo-dzlierdeba-quthaiselebma-6-gamotsdili-phekhburtheli-daimates/ წინა სეზონში ქუთაისელებმა ჩემპიონატი 40 ქულით, მეშვიდე პოზიციაზე დაასრულეს და პლეი-აუტში მარტვილის "მერანს" ორი მატჩის ჯამში - 3:2 აჯობეს (0:2, 2:3) და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.

სხვა სტატიები