Belive

ტორპედოს მეკარე: "სარაევო შეტევაში ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ დაცვაში სივრცეები იხსნება"

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქუთაისის "ტორპედოს" ახალწვეულმა მეკარემ, ფილიპ კლიაიჩმა, უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ბოსნიურ “სარაევოსთან” სტუმრად გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"რა თქმა უნდა, გვინდა გავიმარჯვოთ და ეს ეტაპი გავიაროთ. პირველი მატჩი ვნახეთ თუ რამდენად საინტერესო იყო, მაგრამ არ მგონია, რომ იმდენი შანსი შეგვექმნას, როგორც პირველში.

"სარაევოზე" იგივე აზრი გვაქვს. ვიცით, როგორ გუნდსაც ვუპირისპირდებით და იმედია, ჩვენი მომზადება შედეგს გამოიღებს.

ნერმინ ჰასკიჩთან (ბოსნიელი ფეხბურთელი, რომელიც წარსულში "სარაევოში" თამაშობდა) საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს, რადგან ჩვენ ერთად ვითამაშეთ იაპონიაში და მან მითხრა, რომ "სარაევო" ძალიან ძლიერი გუნდია. "სარაევოს" აქვს საუკეთესო ხარისხი შეტევაში, დაცვაში კი მათ დიდი სივრცე აქვთ შესატევად.

გადამხდელუნარიანობა "ტორპედოში" საკმაოდ მაღალია, ვიდრე სერბული კლუბების უმეტესობაში, სწორედ ამიტომ ამ მომენტში მიღებულ შემოთავაზებათაგან საუკეთესო ავირჩიე", - თქვა 32 წლის მეკარემ.

“ტორპედოსა” და “სარაევოს” დაპირისპირება 20 ივლისს ბოსნიის დედაქალაქში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ფრედ – 2:2 დასრულდა.

სხვა სტატიები