Belive

გიორგი მოისწრაფიშვილი: "ასტანას ბარიერის გადალახვა შეგვიძლია, რაშიც გულშემატკივრის მხარდაჭერა გვჭირდება"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "დინამო თბილისი" ყაზახურ "ასტანას" უმასპინძლებს.

მატჩის წინ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი მოისწრაფიშვილმა კომენტარი გააკეთა.

"ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ ძალების აღდგენა, დასვენება და ფიზიკურად კარგ ფორმაში დაბრუნება მოვახერხე. ვემზადებით "ასტანასთან" საპასუხო მატჩისთვის.

​ჩემთვის კომფორტული შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშია თუმცა იქ ვითამაშებ, სადაც მწვრთნელი საჭიროდ ჩათვლის.

"ასტანასთან" ჩატარებული მატჩის პირველ ნახევარში მეტოქემ გვაჯობა, თუმცა შემდეგ, ჩვენ მობილიზება და გოლის გატანა მოვახერხეთ.

"ასტანა" საკმაოდ კარგი და ძლიერი გუნდია, თუმცა ვფიქრობ, ამ ბარიერის გადალახვა შეგვიძლია და გულშემატკივარს მოვუწოდებ, რომ სტადიონზე მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს", - თქვა 21 წლის ფეხბურთელმა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონისა და “ასტანას” მატჩი 19 ივლისს, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება (გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა).

სხვა სტატიები