ფერდინანდ ფელდჰოფერი: "ბევრ მიზეზზე საუბარი შეიძლება, მაგრამ თავის მართლების დრო არ არის"
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, "მორნარ ბართან" წაგების შემდეგ, "დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელმა, ფერდინანდ ფელდჰოფერმა კომენტარი გააკეთა.
"იქიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკულად მთელი მატჩის განმავლობაში კაცნაკლულს თამაში მოგვიწია, ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ.
მთავარი გამოწვევა და ამოცანა, რომელიც გუნდის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას დავისახეთ, ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრირება და ჩემპიონატში უფრო უკეთ გამოსვლა, ვიდრე საწყისი ორი წრისას, გახლდათ. ეს შედეგი ჩემს გეგმებში რა თქმა უნდა, არ შედიოდა.
ახლა ბევრ მიზეზზე საუბარი შეიძლება, მაგრამ თავის მართლების დრო არ გვაქვს. კარგად მოვემზადეთ და არც ცუდად დაგვიწყია თამაში. ერთმა შეცდომამ მატჩის შედეგი განსაზღვრა.
ფეხბურთში მომავალზე საუბარი ყოველთვის ძნელია, მაგრამ აქ არიან ფეხბურთელები, მაგალითად, საბა ხარებაშვილი, ვახტანგ სალია, რომლებსაც წარმატების მიღწევის კარგი შანსი აქვთ, მთავარია, რომ საკუთარ თავზე ბევრი იმუშაონ", - ამბობს ავსტრიელი სპეციალისტი.
"დინამო თბილისსა" და "მორნარ ბარს" შორის მატჩი ფრედ (1:1) დასრულდა, ორი შეხვედრის ჯამში კი შემდეგ ეტაპზე (3:2) მონტენეგროული გუნდი გავიდა.