Belive

გიორგი მიქაუტაძის შეფასება ნანტის წინააღმდეგ

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურის მატჩში გიორგი მიქაუტაძის "მეცმა" მასპინძელი "ნანტი" 0:2 დაამარცხა.

ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, ჯერ გოლი გაიტანა 58-ე წუთზე, 2 წუთში კი ასისტიც შეასრულა უდოლის გაატანინა. გიორგი მიქაუტაძემ მატიე უდოლისთან ერთად შეხვედრაში ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა, Sofascore-მა მას 8.0 შეფასება დაუწერა. მან კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ეს დარტყმული ზუსტი იყო. შესრულებული 4 დრიბლინგიდან 3 წარმატებული იყო, ბურთს გიორგი 48-ჯერ შეეხო, 32 გადაცემიდან კი ზუსტი 22 იყო (69%), საფეხბურთო 10 ორთაბრძოლიდან 6-ში გამარჯვებული დარჩა.

Whoscored-მა ქართველი ფორვარდ 8.2-ით შეაფასა, გიორგი მიქაუტაძეზე უკეთესი შეფასება მხოლოდ მატიე უდოლის ჰქონდა, მან 8.4 დაიმსახურა.

"მეცს" საფრანგეთის ლიგა 1-ში 20 ქულა აქვს (5 მოგება, 5 ფრე და 14 წაგება), გიორგი მიქაუტაძის გუნდი ბოლოს წინა მე-17 ადგილზეა. მომდევნო ტურში "მეცი" ბოლოადგილოსან "კლერმონს" შეხვდება, მატჩი 10 მარტს გაიმართება.

სხვა სტატიები