Belive

ალექსანდრ ლაკაზეტი: "იმედი მაქვს, მე და მიქაუტაძე ერთად ბევრ გოლს გავიტანთ"

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ლიონის" კაპიტანმა და ლიდერმა, ალექსანდრ ლაკაზეტმა, გიორგი მიქაუტაძისა და ახალი სეზონიდან, მოედანზე მათი პარტნიორობის შესახებ ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, სეზონის განმავლობაში, ჩვენ ერთად ვითამაშებთ, შესაძლოა ეს ამ ტურშიც მოხდეს, ეს უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია.

ფეხბურთელებმა, სწრაფად უნდა მოვახერხოთ და მოედანზე ურთიერთგაგება ავტომატიზმამდე მივიყვანოთ.

გიორგი მიქაუტაძე ხარისხიანი ფეხბურთელია, რომელმაც ეს წინა სეზონში და ევროპის ჩემპიონატზე აჩვენა. იმედი მაქვს, რომ ერთად ბევრ გოლს გავიტანთ და გუნდის დახმარებას შევძლებთ", - ამბობს ალექსანდრ ლაკაზეტი.

გიორგი მიქაუტაძისა და ალექსანდრ ლაკაზეტის გუნდი ლიგა 1-ის შემდეგ მატჩს 24 აგვისტოს, "მონაკოსთნ", საშინაო კედლებში გამართავს.

სხვა სტატიები