Belive

გიორგი მიქაუტაძის შეძენით ევროპული გრანდები დაინტერესდნენ

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ბევრი კლუბისთვის სასურველი ფორვარდი გახდა.

რამდენიმე წუთის წინ, ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ქართველი ფორვარდის და ამჟამად, ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირის შეძენით, პრემიერ ლიგური კლუბი "ნიუკასლია" დაინტერესებული.

გარდა "კაჭკაჭებისა", 23 წლის ქართველი ფეხბურთელი: "დორტმუნდის"; "ნაპოლის", "ლიონის", "მონაკოსა" და "მარსელის" სატრანსფერო რადარებზეა.

პოპულარული გერმანული სატრანსფერო და სტატისტიკური პლატფორმის, Transfermarkt-ის მონაცემებით, საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა, თუმცა "მეცმა" ქართველი ფორვარდი "აიაქსიდან" 20 მილიონ ევროდ გამოისყიდა და მის გაყიდვას მინიმუმ €25 მილიონ ევროდ შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის გასულ სეზონში, 21 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა, რითაც ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავაში მეშვიდე პოზიცია დაიკავა. ქართველ ფეხბურთელებს შორის, ევროპის ტოპ ჩემპიონატის ერთ კონკრეტულ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით, გიორგი მიქაუტაძემ რეკორდი დაამყარა.

სხვა სტატიები