ლივერპულის სუპერვარსკვლავი ძმასთან ერთად ტრაგიკულად დაიღუპა
ლივერპულისა და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების სუპერვარსკვლავი, დიოგუ ჟოტა ძმასთან ერთად ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაციაში, რომელიც სოციალურ ქსელებსა და ავტორიტეტულ მედია საშუალებებში ვირუსულად გავრცელდა, აღნიშნულია, რომ ჟოტა და ძმა ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.
ტრაგიკული შემთხვევა ესპანეთში, სანაბრიის რეგიონის ქალაქ ზამორასთან მოხდა. ინციდენტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ გასაჯაროვებულა.
🚨 Dos jóvenes fallecen en un accidente en la A-52 (Palacios de Sanabria).
— Diputación Provincial de Zamora (@DiputacionZA) July 3, 2025
🚒 Interviene el Parque de Bomberos de Rionegro del Puente (Zona Norte del Consorcio de la @DiputacionZA)
🔥 El vehículo se incendió y las llamas se propagaron a la vegetación.
🖤 Tenían 28 y 26 años. DEP. pic.twitter.com/tqEhIS6iiY
შეგახსენებთ, რომ დიოგუ ჟოტა ლივერპულს 2020 წელს შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში პრემიერ ლიგის 123 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მერსისაიდულ გრანდთან ერთად, ჟოტა პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი გახდა.
რაც შეეხება პორტუგალიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს - ჟოტამ 49 მატჩში 14 გოლი გაიტანა და ორჯერ გახდა UEFA-ს ერთა ლიგის ჩემპიონი.