გიორგი მიქაუტაძის ოფიციალური სატრანსფერო ღირებულება 2 მილიონით დაეცა
საქართველოს ეროვნული ნაკრების და "აიაქსის" ფეხბურთელის გიორგი მიქაუტაძის ოფიციალური სატრანსფერო ღირებულება transfermarkt - ის მიხედვით 10 მილიონი ევროდან 8 მილიონზე ჩამოვიდა.
ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო თანხის დაცემა დიდი ალბათობით ნიდერლანდურ გუნდში უთამაშებლობამ გამოიწვია. გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ფრანგული "მეციდან" "აიაქსში" აგვისტოში 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევა, ამ დრომდე ვერც გოლის გატანა მოახერხა და ვერც საგოლე გადაცემის გაკეთება.
ქართველმა თავდამსხმელმა გუშინ გამართულ ევროპა ლიგის შეხვედრაში "აეკის" წინააღმდეგ 5 წუთი ითამაშა.
ასევე მცირე ცვლილებებია საქართველოს ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებებში
ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო თანხა 3 მილიონიდან 2.5 მილიონ ევრომდე დაეცა.
100 000 ევროთი მოიმატა ბუდუ ზივზივაძის სატრანსფერო ღირებულებამ, რომელიც 600 000 ევროდან 700 000 ევრო გახდა.
მოიმატა ვლადიმერ მამუჩაშვილის სატრანსფერო ღირებულებამაც 500 000 ევროდან 600 000 ევრომდე.
ცოტა ხნის წინ შეიცვალა სხვა ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება, რომელიც ამ სტატიაში შეგიძლიათ ნახოთ: სამი ქართველი ფეხბურთელის ოფიციალური სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა