"მიქაუტაძე შესანიშნავი იყო, მაგრამ ბრობის უნდა ეთამაშა" - აიაქსის ყოფილი მწვრთნელი, ჯონ ვან'ტ სხიპი
ქართველ ფორვარდს გიორგი მიქაუტაძეს ვილიარეალში მშვენიერი სტარტი აქვს, მოგეხსენებათ ჟორჟი ესპანურ კლუბში დაახლოებით 1 თვის წინ გადავიდა, ამ დროის განმავლობაში მან 7 შეხვედრაში (5 ლა ლიგა, 2 ჩემპიონთა ლიგა) მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი, 1 საგოლე გადაცემა უკვე დააგროვა.
აიაქსის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯონ ვან'ტ სხიპი, რომელიც ამსტერდამულ გუნდში გიორგი მიქაუტაძეს წვრთნიდა და მას ძალიან ცოტა სათამაშო დროს აძლევდა, ქართველი ფორვარდის შესახებ გადაცემაში ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 61 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი ბოლოს სომხეთის ეროვნულ ნაკრების მწვრთნელი იყო და 4 მატჩის შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ნამდვილად შესანიშნავი ფეხბურთელია. როდესაც აიაქსში მივედი ის პრაქტიკულად ბოლომდე მზად იყო. ბრაიან ბრობი კარგად თამაშობდა, მაგრამ ვარჯიშებზე ვხედავდი ჟორჟს თუ როგორი ბრწყინვალე იყო. მისი დარტყმები და გადაცემები, ამ მხრივ ის ნამდვილად შესანიშნავი იყო, მაგრამ ბრობი კარგად თამაშობდა და აიაქსმა მისგან დიდი სარგებელი მიიღო, ეს ყველას ინტერესში იყო. - ჯონ ვან'ტ სხიპი
🎙️ John van ‘t Schip on Mikautadze:
— Inside020 (@Inside_020) October 7, 2025
“He is a very good footballer. When I arrived, he was already done at Ajax. In training sessions, you could see how good he was. His first touch, his finishes.. he stood out, but Ajax had Brobbey and we needed to make money on him.” #Ajax pic.twitter.com/dNxQRfN1yA