Belive

გიორგი მიქაუტაძე პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა | ESPN

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც გუშინ თურქეთის წინააღმდეგ სადებიუტო გოლი გაიტანა ნიდერლანდურმა ESPN-მა პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე: უნაი სიმონი (ესპანეთი)

მცველები: ანდრეას კრისტენსენი (დანია), რადუ დრაგუშინი (რუმინეთი), იოზუა კიმიხი (გერმანია), ნათან აკე (ნიდერლანდები)

ნახევარმცველები: ნ'გოლო კანტე (საფრანგეთი), ტონი კროოსი (გერმანია), ფაბიან რუისი (ესპანეთი)

თავდამსხმელები: კოდი გაკპო (ნიდერლანდები), ჯამალ მუსიალა (გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (საქართველო)

View this post on Instagram

A post shared by ESPN NL (@espnnl)

ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები 22 ივნისს, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჰამბურგში გამართავს.

სხვა სტატიები