Belive

გიორგი მიქაუტაძე ლიონს ემოციურად დაემშვიდობა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი მიქაუტაძეს ვილიარეალი რამდენიმე საათში ოფიციალურად წარადგენს - მანამდე კი ქართველი ვარსკვლავი ლიონის მატჩს მარსელის წინააღმდეგ ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალყურს და მშობლიურ გუნდს აქტიურად გულშემატკივრობდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მიქაუტაძე მოედანზე შევიდა და სტადიონზე მისულ გულშემატკივრებს მიმართა - მიქაუტაძე ლიონს ემოციურად დაემშვიდობა და აღნიშნა, რომ კლუბის კეთილდღეობა და ინტერესები უმთავრესია.

გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც გასულ სეზონში ლიონის მაისურით ყველა ტურნირზე 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა, ფანებმა და ლიონის ფეხბურთელებმა აპლოდისმენტებით გააცილეს.

სხვა სტატიები