Belive

"ბავშვობიდან 9 ნომერზე ვთამაშობ, ეს ჩემთვის ყველაზე სასურველი პოზიციაა" - გიორგი მიქაუტაძე

21 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთის 26-ე ტურის შეხვედრაში "ლიონმა" "ლე ავრი" 4:2 დაამარცხა. ლიონელთაგან პირველი გოლი 22-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტიმ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, 31-ე წუთზე კვლავ თერთმეტმეტრიანიდან გავიდა გოლი, ოღონდ ამჯერად "ლე ავრის" რიგებიდან აბუდალიე ტურემ გაიტანა, 45+1-ზე სტუმრები იოსე კასიმირმა წინ გაიყვანა.

ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე შეხვედრაში 77-ე წუთზე ჩაერთო და მთავარი ამბებიც დაიწყო!! ჟორჟმა შემოსვლიდან 1 წუთში შედეგიანი გადაცემა მალიკ ფოფანაზე გააკეთა, 82-ე წუთზე თავად გაიტანა, 90+6 წუთზე კი ტიაგო ალმადასაც გაატანინა გოლი.

გიორგი მიქაუტაძემ როგორც უკვე გითხარით არასრული 20 წუთი ითამაშა, რა დროშიც 1 გოლს და 2 ასისტს მოუყარა თავი, ამით კი მან ყველაზე მაღალი შეფასება 9.4 დაიმსახურა (Sofascore). ჟორჟმა კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა და შედეგიანად, ბურთს 10-ჯერ შეეხო, 6-დან 5 გადაცემა ზუსტად შეასრულა.

მატჩის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

ჩემპიონთა ლიგის ზონას ჩამოვრჩებით და ზუსტად ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, როგორც დღეს ყველა მომდევნო თამაშში უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მესამე ადგილზე გავიდეთ და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ. 9 ნომერი ჩემთვის ყველაზე სასურველი პოზიციაა, ბავშვობიდან ამ პოზიციაზე ვთამაშობ.

როგორც შარშან, ასევე მანამდეც როდესაც სხვა კლუბებში ვთამაშობდი, ყოველთვის მიყვარდა თანაგუნდელებზე საგოლე გადაცემების გაკეთება. ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო გუნდისთვის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. კიდევ ვიტყვი, რომ ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა და გვსურს ევროპა ლიგაზე რაც შეიძლება უფრო შორს წავიდეთ. ძალიან კარგი გუნდი ვართ, ჩვენ ვიცით ჩვენი ძლიერი მხარეები და წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. - გიორგი მიქაუტაძე

"ლიონს" საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილში 45 ქულა აქვს (13 მოგება, 6 ფრე, 7 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი სანაკრებო შესვენების შემდეგ ჩაატარებს, ლიონელები 28 მარტს, 23:45 საათზე "სტრასბურგს" დაუპირისპირდებიან.

გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე 13 გოლი 8 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები