Belive

გიორგი მიქაუტაძე აიაქსში სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე კარიერას ,,აიაქსში" გააგრძელებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელი დღეს ნიდერლანდებში გაემგზავრება, ხვალ კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მიქაუტაძის ანგარიშზე ,,მეცის'' მაისურით ჩატარებულ 3 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

,,აიაქსი'' ერედივიზიონის 2 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-9 ადგილზეა. გუნდი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს, სადაც ,,ლუდუგორეცთან'' პირველ მატჩში სტუმრად 1:4 იმარჯვა. ამსტერდამელები მომავალ შეხვედრას ხუთშაბათს, სწორედ ბულგარული კლუბის წინააღმდეგ გამართავენ.

 

სხვა სტატიები