Belive

"მატჩის შემდეგ დონარუმას დაველაპარაკე" - გიორგი მიქაუტაძე

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურის შეხვედრაში "ლიონი" "პსჟ"-სთან 3:1 დამარცხდა. ლიონელთა მხრიდან ერთადერთი გატანილი გოლი გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზეა, ქართველმა ფეხბურთელმა ამის გაკეთება მე-40 წუთზე შეძლო, გოლის შემდეგ მცირე ინციდენტი მოხდა.

ჟორჟმა ძალიან კარგი გოლი გაიტანა, დონარუმას თავზე გადაუგდო და ამ მომენტით გახარებულმა იტალიელ მეკარეს გაუცინა, რამაც დონარუმას გაღიზიანება გამოიწვია, აღნიშნულ ფაქტზე ქართველმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა:

არაფერია, არაფერია, გოლის შემდეგ მე გამეცინა, მან კი ეს ცოტა ცუდად მიიღო. მატჩის შემდეგ მივედი და ვუთხარი, რომ ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ მას ბურთი თავზე გადავუგდე.

თამაშს რაც შეეხება, ჩვენ ცოტა იმედგაცრუებულები ვართ, რადგან აქ უკეთესი შედეგისთვის ჩამოვედით. გვინდოდა, რომ ჩვენი თამაში გვეთამაშა და როდესაც ამის გაკეთებას შევეცადეთ ეს გამოგვივიდა, მაგრამ საბოლოოდ "პსჟს" დამარცხება ძალიან რთული აღმოჩნდა. პირველი გოლის შემდეგ თამაშში დაბრუნება შეგვეძლო, მაგრამ ეს საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. ჩვენ სეზონის მეორე ნახევარზე უნდა ვკონცენტრირდეთ და ვნახოთ რა იქნება. - გიორგი მიქაუტაძე

"ლიონი" საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილში 25 ქულით მე-5 ადგილზეა (7 მოგება, 4 ფრე, 4 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 21 დეკემბერს, 21:00 საათზე საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში ჩაატარებს, სადაც "ფეინიე-ულნოიეს" შეხვდება.

გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე 20 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები