Belive

"მეცი გიორგი მიქაუტაძეს გამოისყიდის" - Telegraaf

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი მიქაუტაძეს "მეცი" "აიაქსიდან" 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდის, ქართველ ფეხბურთელზე ნიდერლანდური გამოცემა Telegraaf წერს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამსტერდამული გუნდი ქართველ ფორვარდს გუნდში აღარ დატოვებს და ის კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს.

"მეცის" ფორვარდი "აიაქსმა" გასულ ზაფხულს 16 მილიონ ევროდ იყიდა, მაგრამ ამსტერდამში შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. გიორგი ფრანგულ გუნდში იჯარით ზამთარში წავიდა და თავის ძველ ფორმას დაუბრუნდა.

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ში გატარებულ ექვს თვეში გაიბრწყინა, "მეცში" მან 30 შეხვედრა ჩაატარა 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც გააკეთა. - წერს ნიდერლანდური გამოცემა

სხვა სტატიები