Belive

გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულთან პერსონალური კონტრაქტი შეათანხმა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მამარდაშვილმა "ლივერპულთან" შეთანხმებას მიაღწია. მეკარესა და კლუბს შორის პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია.

ქართველი კარის დარაჯი მზადაა, რომ ერთი ან ორი წელი იჯარის წესით სხვა კლუბში ითამაშოს. მამარდაშვილის იჯარით დამატებაზე "ბორნმუთი" თანახმაა. ალისონ ბეკერის წასვლის შემდეგ, გიორგი "სქაუზერთა" მთავარი მეკარე გახდება.

როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ჯერჯერობით კლუბებს შორის შეთანხმება არ შემდგარა. აგენტები ამ ეტაპზე ვალენსიაში იმყოფებიან და მოლაპარაკებებს მართავენ.

სხვა სტატიები